უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მამუკა მამულაშვილი ცოცხალია და განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის მომავლისთვის.
“ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს”, – ამბობს არჩილ ხოფერია.