ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი კატასტროფულად იზრდება – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ხორცზე, რძესა და რძის პროდუქტებზე შიდა ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა შიდა წარმოება ამ ყველაფერს ვერ მიყვება. გამოდის, შიდა მოთხოვნის დაბალანსება ძირითადად, იმპორტის ხარჯზე ხდება, – აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი კატასტროფულად იზრდება.
„მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ფერმერების ზომა, აქცენტი საოჯახო ფერმერულ მეურნეობებზე გაკეთდეს, ვინაიდან საოჯახო მეურნეობებში ჩართულია ძირითადად, ოჯახი და დღეს თუ ერთ კონკრეტულ გამოწვევას ჰკითხავთ ნებისმიერ ფერმერსა თუ აგრომეწარმეს, ყველა მუშახელის დეფიციტს დაასახელებს. ამდენად, საოჯახო მეურნეობებს შეუძლიათ, ეს საკითხი თავიანთი შრომით გამოასწორონ“, – ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.




