ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმების 49,1% მიიღო.
მეორე ადგილზე ხმების 19,4%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი, დრაგან პრიმორაკი გავიდა, რომელსაც მხარს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი უჭერს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მილანოვიჩმა განაცხადა, რომ „იბრძოლებს ხორვატიისთვის, რომელიც თავის ინტერესებზე ზრუნავს“.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლას მიესალმა და აღნიშნა, რომ „სურს ხორვატია სწორი მიმართულებით წავიდეს და არა რუსეთისკენ“.
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება.