ხორბლის მოსავალი შედარებით კარგია, მაგრამ რჩება უამრავი გამოწვევა – ნიკოლოზ ბენიაიძე

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ წელს ხორბლის შედარებით კარგი მოსავალია, თუმცა რჩება გამოწვევები. ის ძირითად გამოწვევად იმას ასახელებს, რომ წისქვილები სასურსათო ხორბალს დაბალ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იბარებენ.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კახეთში თითქმის დასრულებულია მოსავლის აღება და საქართველოში ძირითადი მოსავალი დაბინავებულია.
“საჰექტარო მოსავალი წელს მეტია, რაც კლიმატის დამსახურებაა, რადგან იყო კარგი, მარცვლეულისთვის შესაფერისი ამინდები. სასურსათო და საფურაჟე ხორბლის საერთო მოსავლის დაახლოებით 10%-ია უკვე გაყიდული, 15 000 ტონა, ძირითადი დასაწყობდა. შარშანდელთან, შარშანწინდელთან შედარებით, მოსავალი შედარებით ხარისხიანია. წისქვილები სასურსათო მოსავალს იბარებენ, 55 თეთრია ძირითადი ნაწილი ფერმერებთან მისული, მაქსიმალური ფასი 60-65 თეთრი დაფიქსირდა, ეს ფასი ფერმერისთვის თვითღირებულებაზე, ანუ 70 თეთრზე ნაკლებია. ფერმერი თვითღირებულებას ელოდება, რომ კვლავ წარმოება გააგრძელოს, ყველას აქვს ვალდებულებები, სესხები მოსავლის მოსაყვანად, ტექნიკისთვის, საწყობებისთვის, ამიტომ ველოდებით ფასის შედარებით მომატებას, რადგან თვითღირებულებაში თუ ვერ გაყიდეს, ძალიან ცუდი დრო დაუდგებათ, ფაქტობრივად ორი წელია თვითღირებულებაზე ვერ გადიან. საფურაჟე ხორბალზე უფრო დაბალი ფასია და უფრო ნაკლები მოთხოვნა დღესდღეობით”,- აღნიშნა მან.
ვრცლად bm.ge–ზე