ხორბლის იმპორტი საქართველოში 46.2%-ით გაიზარდა, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 59.8%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში ხორბლის იმპორტი საქართველოში 46.2%-ით გაიზარდა, წელს იმპორტი 8 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 5 მლნ დოლარი იყო, ხოლო მოცულობა 86.9%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-21.8% წ/წ). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ღირებულება წლიურად 59.8%-ით შემცირდა იანვარში, რაც ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება, რამეთუ ექსპორტის მოცულობა წლიურად მხოლოდ 16.5%-ითაა შემცირებული.
„2024 წლის თებერვალში ამონიუმის ნიტრატის ფასი ერთ ტონაზე $215 შენარჩუნდა. წითელ ზღვაში 18 თებერვალს ჰუსიტების თავდასხმის შედეგად გადამზიდი ჩაიძირა, რომელსაც დან ბულგარეთისკენ 18,000 ტონა ამონიუმის ფოსფატი გადაჰქონდა. გარემოზე ზიანის გარდა, ინციდენტმა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის პოტენციური რღვევის რისკები გააჩინა. მეორეს მხრივ, მოთხოვნის მხარეც ტრადიციულ გაზაფხულის სეზონებთან შედარებით სუსტია, რადგან ფერმერები ევროპის მასშტაბით განგრძობენ მაღალი გადასახადების, რეგულაციებისა და უსამართლო კონკურენციის პროტესტს. მანამ, სანამ ბრიუსელში, მადრიდში, ვარშავასა და სხვა ქალაქებში გამოსვლები გრძელდება, სასუქების სამომავლო მოთხოვნის პროგნოზი ბუნდოვანია.
2024 წლის თებერვალში ხორბლის ფასი თვიურად 9.8%-ით შემცირდა. ფასების კლება მსხვილ მწარმოებლებში (ბრაზილია, , ) პროდუქციის ზრდას უკავშირდება. მიმდინარე დაღმავალი ტრენდი იმ სწრაფი ზრდის საპირისპიროა, რაც 2022 წელს რუსეთის ში (მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი) შეჭრას მოჰყვა. ომის გამო გაზრდილმა ფასებმა ფერმერებს უბიძგეს მეტი ფართობის ნათესებისკენ. ახალმა მოსავალმა და უკრაინის მხრიდან მიწოდების გაგრძელებამ კი მარცვლოვან კულტურებზე ფასი მკვეთრად შეამცირა 2023-24 წლებში. ციკლის შესაბამისად, დაბალი ფასების გამო ფერმერები ახლა ნათესი ფართობების შემცირებას იწყებენ. შესაბამისად, პოტენციურად შემცირებულმა მოსავალმა ფასები მომავალში უნდა გაზარდოს, თუმცა მოკლე ვადაში დაბალი ფასის შენარჩუნებაა მოსალოდნელი“, – ნათქვამია მიმოხილვაში.