აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მაისის მიმოხილვაში, მარცვლეულის მოსავლისა და ექსპორტის შესახებ ახალ სასოფლო-სამეურნეო წელს (2024 წლის ივლისი – 2025 წლის ივნისი) პირველი პროგნოზები გააკეთა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის მიერ ხორბლის ექსპორტის პროგნოზი 34 მლნ ტონაა.
რუსეთში ხორბლის მოსავალი 88 მლნ ტონა იქნება, ექსპორტი კი – 52 მლნ ტონა.
რუსეთში საკვები მარცვლეულის წარმოების სავარაუდო შეფასება 41,53 მილიონი ტონა, ექსპორტი კი 10,65 მლნ ტონა. სიმინდის მოსავალი შეფასებულია 16 მლნ ტონად, ექსპორტი – 5,2 მლნ ტონად.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი თავის პროგნოზებში ანექსირებული ყირიმისა და ახალი ტერიტორიების შესახებ მონაცემებს არ ითვალისწინებს.
ხორბლის გლობალური მოსავალი ახალ სასოფლო-სამეურნეო წელს შეფასებულია 798,19 მლნ ტონად, საკვები მარცვლეული – 1 მლრდ 512,62 მლნ ტონად, სიმინდი – 1 მლრდ 219,93 მლნ ტონად.