ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა – Galt&Taggart

ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა, რაც სხვა მსხვილ მწარმოებლებშიც (ავსტრალია და ინდოეთი) პრობლემური სეზონებით იქნება გამოწვეული.
Galt&Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 15.8%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ (რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი), ეს უმსხვილესი თვიური ზრდა იყო. რუსეთშიც და შიც, რომლებიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი მიმოწდებლები არიან, ცუდი ამინდების გამო მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. ს შემთხვევაში მოლოდინები უკვე 10%-ზე მეტით შემცირდა, უკრაინაში კი დეკადის ყველაზე ცოტა მოსავალს ელიან.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის ოთხ თვეში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 32.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა 72.4%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-23.2% წ/წ).

ასევე დაგაინტერესებთ