ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ზეწარში გახვეული მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ ნახეს და ის ქუთაისშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავის მხრივ, განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.