ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.