ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,იმიტომაა საზოგადოების დაყოფა “მტრებად” და “მოღალატეებად” საშიში, რომ ის კარგავს ზღვარს ზოგადად ადამიანობასთან და თავისთავად ცნებებს ამწირებს.
მაგრამ…
რატომ გვიკვირს?
ჩვენ ხომ პოლიტიკური მხარეები გვიმტკიცებენ, რომ მათი მოწინააღმდეგეები მტრები არიან და უნდა განადგურდნენ?
ზოგიერთი ხომ ამტკიცებდით, რომ მაგალითად, ქოცი მტერია, რუსია, მტერი კი უნდა განადგურდეს. ხომ ამტკიცებთ ამას? – მაშინ “მტრის” განადგურებაზე რომ ვინმე მიამიტურად აყოლილი გაიხარებს, რაღატომ ლანძღავთ? ეს ხომ თქვენი ქცევის შედეგია?
ხომ ყოველდღე გვიმტკიცებთ რომ ქოცს დაბადების დღე არ უნდა მიულოცო, მისი ტკივილი ტკივილად არ აღიარო, ადამიანად არ ჩათვალო, ხომ ჩამოგიქცევიათ იმ ადამიანის თავზე ზეცა, ვინც ქოც ახლობელს კვლავ ახლობლად აღიარებდა თუნდაც მიუღებელი პოზიციებით?
თუ მკვდარი ქოცი აღარაა “მტერი” და საგლოვია და ცოცხალი ქოცი კი არა?
ან პირიქითაც, აკი ხელისუფლების მომხრენი მოწინააღმდეგეებს ეძახით ქვეყნის მტრებს, ქალზე ამბობთ ქალი არააო, ახალგაზრდაზე – ადამიანი არააო და ასე შემდეგ.
ერთ დიდ სიყალბეს ქმნით.
ამიტომ ვიძახი სულ რომ ასე მარტივად არ დაარქვათ მტერი ადამიანს, მაგრამ თუ დაარქმევთ, მაშინ ყალბ გულჩვილობას და ნიანგის ცრემლებს მაინც ნუ მიმართავთ, და თუ მიმართავთ, მაშინ იმას მაინც ნუ დაძრახავ, ვისაც 24 საათი უჩიჩინებდი რომ ვინც შენიანი არაა, მტერია და ვინც მტერია, იმის სიკვდილი უნდა გინდოდესო.
ეს ყველაფერი ამ პრიმიტიული იარლიყების შედეგია და კიდევ ხშირად წამოყოფს თავს, სანამ ასე ადვილად ვეძახით ერთმანეთს მტერს ერთი მუჭა ხალხი.
მხოლოდ სიკვდილი არ ავლებს ზღვარს ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, სიცოცხლე უფრო ავლებს ზღვარს ადამიანობასა და არაადამიანობას შორის.“




