ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ

ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ
მე არ ვარ არც მოსამართლე, არც პროკურორი ამ კითხვებს რომ მისვამთ და ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს – რის გამო არის დაკავებული ქალბატონი მზია ამაღლობელი? თქვენ მეუბნებით, რომ პოლიციელს ხელი დაარტყა. პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა, კატეგორიულად მიუღებელია, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მას არ მოუსმენია მზია ამაღლობელისგან სინანული იმისა, რომ მან შეცდომა დაუშვა და პატიება ეთხოვა.
„ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება დაუშვას შეცდომა ნებისმიერმა ადამიანმა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა, მე არ მახსოვს ამდენი ხნის განმავლობაში, ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არავის არ მოუსმენია თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ, სინანული. მოგისმენიათ ეს?“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძე ღირსეული პოლიციელია. მანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის არ მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის