„ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ განცხადება. ახლა არის ის დრო, როდესაც განცხადებების დაწერას შესაძლოა შესაბამისი შედეგი მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შესაძლოა კაი ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით, იმიტომ, რომ როდესაც არ იყო ამის დრო, უდროო დროს ეს იგივეა შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ შეიტანო, ვთქვათ, რაღაც ჯანდაცვის სფეროდან დაფინანსების მიღებაზე ან თხოვნაზე განცხადება, ვინაიდან ზუსტად რომ იცი იქიდან ვერ დაგაფინანსებენ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი განცხადებები დაწერეს. ეს კიდევ შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეიძლება გადააგზავნონ, მაგრამ იმ განცხადებებს ასეთი ხარისხის იურიდიული ძალაც კი არ აქვს. თუ ვინმეს რამე განცხადების დაწერა უნდა, მოვიდეს და ახლა დაწეროს. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს