,, ხომ არ არის ეს ვადა დათქმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად აადუღონ ტემპერატურა წინასაარჩევნოდ და კამპანიის აქტიურ ფაზაში?” – ნინო წილოსანი

,, ხომ არ არის ეს ვადა დათქმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად აადუღონ ტემპერატურა წინასაარჩევნოდ და კამპანიის აქტიურ ფაზაში?” – ნინო წილოსანი
ნინო წილოსანი ,,იმედის” ეთერში ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:
,,31 აგვისტომდე პარლამენტი არ მუშაობს, საგაზაფხულო სესია დამთავრებულია და საშემოდგომო სესია არ არის დაწყებული, და ნამდვილად გასაკვირია, ეს ვადა, ეს თარიღი რას უკავშირდება, როცა არასასესიო პერიოდზეა საუბარი.
ხომ არ უკავშირდება 31 აგვისტო წინასაარჩევნო აქტიური პერიოდის გახსნას და ხომ არ არის ეს ვადა დათქმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად აადუღონ ტემპერატურა წინასაარჩევნოდ და კამპანიის აქტიურ ფაზაში? რა თქმა უნდა, არის და უკავშირდება, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება…“