ხომასურიძე აცხადებს, რომ სიონიდან პოლიციამ კრწანისის ტყის სასაფლაოებთან წაიყვანა და იქ დატოვა

24
ირაკლი ხომასურიძე, რომელმაც სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის ქადაგების შემდეგ, დაიძახა: “დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს” – ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ, ის პოლიციელებმა კრწანისის ტყის სასაფლაოებისკენ წაიყვანეს და იქ დატოვეს.
მის სატელეფონო კომენტარს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს:
“მე სიმართლეს ვეძებ და ვინც კი დაარღვევს… ახლა, ბევრ რაღაცებში შეიძლება მე ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ტყუილი. […] მიმდინარეობს ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა… პატრიარქის წინააღმდეგ მიდიან… მე შვიდი წლის წინ თმები გადავიპარსე პარლამენტში, სადაც გავაფრთხილე, ნუ აძლევთ-მეთქი ამ დესტრუქციულ ძალებს პატრიარქის შეურაცხყოფის, მოწამვლის უფლებას. […] მე პატივს ვცემ მეუფე შიოს. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება [ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით], მე დიდ პატივს ვცემ.”
ცნობისთვის, სიონის საპატრიარქო ტაძარში  ქადაგების დასრულების შემდეგ, როდესაც ჯვარზე სამთხვევად და ირაკლი მიდიოდნენ, საპროტესტო შეძახილი გაისმა – “მეუფე შიო, დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმ დანაშუალებზე, რომელიც ჩაიდინა”.
“ოპოზიციის აქტივისტი კი არა, ეს კაცი უმცირესობებზე ძალადობრივი აქციების მონაწილეა” – ჩერგოლეიშვილი