ხოდორკოვსკიზე კვლავ ძებნა გამოაცხადეს “ფეიკების” საქმესთან დაკავშირებით

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს მიხაილ ხოდორკოვსკიზე კვლავ ძებნა გამოცხადდა სისხლის სამართლის ახალი საქმის გამო, არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების მუხლით. -ს ბაზაში ძებნის ბარათს ყურადღება მიაქციეს „ვიორსტკის“ ჟურნალისტებმა.
მანამდე ხოდორკოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული 2015 წელს აღძრული საქმის საფუძველზე, ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამჟამად ძებნის შესახებ ცნობა ამოღებულია შსს-ს ბაზიდან, იტყობინება გამოცემა.
როგორც „ვიორსტკი“ წერს საგამოძიებო კომიტეტის დახურული ანგარიშის საინფორმაციო მინაწერზე დაყრდნობით, 2023 წლის სექტემბერში ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ე.წ. ფეიკების შესახებ მუხლით. კრემლი ამ მუხლს იყენებს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და ოპოზიციის დევნისთვის.
სისხლის სამართლის საქმის საბაბად იქცა პოსტი სოცქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) ხოდორკოვსკის ინგლისურენოვან ანგარიშზე, რომელიც ამჟამად დაბლოკილია. მასში გამოქვეყნებული იყო ფოტო დოკუმენტისა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირინა ოკლადნიკოვამ გაუგზავნა ვიცე-პრემიერ დმიტრი გრიგორენკოს. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ში დაიღუპა ს 48759 ჯარისკაცი.
„ფინანსთა სამინისტროდან გაჟონილ წერილში ლაპარაკია, რომ 28.08-ისთვის დაღუპულთა ოჯახებს გადაუხადეს 361,4 მლრდ რუბლი. ყოველი დაღუპული ჯარისკაცისთვის 7,4 მლნ რუბლი. მთლიანობაში ეს იძლევა 48759 დადასტურებულ დაღუპულს. უგზო-უკვლოდ დაკარგულები და ჯარისკაცები დსრ+ლსრ-დან (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან – რედ.) არ არიან გათვალისწინებული“, – წერდა ხოდორკოვსკი ფოტოს კომენტარად. დოკუმენტის ავთენტურობა არ არის დადასტურებული.
დეკემბერში ხოდორკოვსკი 50 ათასი რუბლით დააჯარიმეს იმის გამო, რომ სოცქსელებში ის არ მიუთითებს, რომ ის ე.წ. უცხოეთის აგენტების სიაშია შეყვანილი. ოპოზიციონერი უცხოეთში ცხოვრობს.