ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას ს, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ხობის “კოლხეთის” ქალთა გუნდის და ბავშვთა ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ვარჯიში გაიმართა.
„პროექტის ფარგლებში, ხობის ტექნიკურ ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნით, ელექტრო ტაბლოთი, გასახდელებითა და განათებით.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ს

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა