ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

19 ოქტომბერს, ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პირველი-ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ. ასევე, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ხობის კოლხეთის ქალთა გუნდის და ვაჟთა ასაკობრივი გუნდის აღსაზრდელების ვარჯიში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ხობის ტექნიკურ ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნით, გასახდელებითა და განათებით. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ის, რეგიონული განვითარების ფონდის და
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორცეილდა.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს ასევე გაიხსნა სფფ-ის კახა კალაძის სახელობის სამტრედიის საფეხბურთო ცენტრი. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.
GFF.GE