ხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მეზობლების თქმით, კაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.