ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს.
„ხეთაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.
პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მინიმუმამდე შემცირდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები იტბორებოდა. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 218 000 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)