ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.
„პროექტის შესაბამისად: დაიგება ასფალტის საფარი; მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, საგზაო ნიშნები და ხელოვნური ბარიერები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კაია კალასი დღეს ორ ქართველ მოსამართლეს სანქციებით დაემუქრა – როგორც ჩანს, ის ევროპულ ღირებულებებს ვერ აცნობიერებს – ევროკავშირის ელჩი თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი, განმარტებები გასაკეთებელია