ხობის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ხობის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, ძველ ხიბულასა და საჯიჯაოში ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
„საჯიჯაოში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია. ძველი ხიბულა მიმდინარეობს მილხიდის, ხიდბოგირის და ორი ხიდის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 272 276 ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705 000 ლარი გამოუყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან