ხმის გამორთვის შემდეგ, სალაროს აპარატიდან “დაგვიმესიჯეს” – დეტალები

დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საპროტესტო აუდიოჩანაწერები ისმოდა გადახდის აპარატებიდან. ჯერ საქართველოს ჰიმნი ჩაირთო, რასაც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ს გამოსვლის ფრაგმეტები მოჰყვა.
თბილისის მერმა, განაცხადა, რომ ეს ჰაკერული თავდასხმაა და მალე აღმოიფხვრება, აპარატები გამორთეს და დღეს მგზავრობა მოქალაქეებისთვის უფასო გახლდათ.
უცნობია, რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის, რომელიც ტრადიციებით აპელირებს, ტრანსპორტიდან ჰიმნის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჟვანიას სიტყვების ჰაკერულ თავდასხმად გამოცხადება, საპროტესტო ნოტად გამოცხადება. უცნობია, რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის, იმის აღიარება, რომ ამ ადამიანების სიტყვებს ხალხი მათი სისტემის წინააღმდეგ იყენებს.
საპროტესტო ხმები დღეს ყველა ტრანსპორტში ისმოდა. რამდენიმე წუთში ჩაირთო ივანიშვილის ცნობილი გაცხადება, სადაც ოლიგარქი აღაირებს, რომ დასავლეთთან მისი პირადი ფულის გამო იბრძვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხმის გამორთვის შემდეგ, აპარატმა “დაგვიმესიჯა” და მასზე წარწერაა: “ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის, მიმდინარეობს ევროპასთან დამაკავშირებელი სისტემის შეკეთება”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან