ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, ძრავის ოთახში მომხდარი აფეთქების შედეგად, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ორი კი დაკარგულად ითვლება.
მანამდე ესპანურმა გამოცემა Español-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გემი Ursa Major-ი ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. ს დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა სანქტ-პეტერბურგი 12 დღის წინ დატოვა და ვლადივოსტოკის პორტისკენ გაემართა, სადაც 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ