ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას აქვს

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ აქვს. ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ შედეგები ასე ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 23,9%, „გაერთიანებული რუმინეთის ალიანსი“ – 17,9%, „ეროვნულ-ლიბერალური პარტია“ – 14,6 პროცენტი, „რუმინეთის გადარჩენის კავშირი“ – 11.1%.
არჩევნებში სულ 31-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
ამასთან, რუმინეთში გასულ კვირას საპრეზიდენტო გაიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
1tv.ge