ხმების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

ხმების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, ხმების 44,67% მოიპოვა.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…