“ხმა ჩაიგდე… რუსი ბარიგას გამო დამაკავეს პოლიციის პოლკოვნიკი” – ხმაური წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის პროცესზე

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა წყნე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვი­ლი­სა და მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ამი­რან ნა­ჭყე­ბი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა დი­მიტ­რი ქვაჭ­რე­ლიშ­ვილ­მა მო­ქა­ლა­ქე ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, მას და­პა­ტიმ­რე­ბით და­ე­მუქ­რა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გზით 3500 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით ქრთა­მი გა­მოს­ძა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ამი­რან ნა­ჭყე­ბია მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მი­ვი­და, სა­დაც ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე უკა­ნო­ნო ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა და თით­ქოს, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით, მო­ქა­ლა­ქი­სა და მას­თან ერ­თად მცხოვ­რე­ბი სხვა პი­რის კუთ­ვნი­ლი პი­რა­დი ნივ­თე­ბი ამო­ი­ღო.

“სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქ. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მო­ქა­ლა­ქე ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, მას და­პა­ტიმ­რე­ბით და­ე­მუქ­რა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გზით 3500 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით ქრთა­მი გა­მოს­ძა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მი­ვი­და, სა­დაც ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის (გა­მომ­ძი­ებ­ლის/პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბა ან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა) გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რა უკა­ნო­ნო ჩხრე­კა და თით­ქოს, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქი­სა და მას­თან ერ­თად მცხოვ­რე­ბი სხვა პი­რის კუთ­ვნი­ლი პი­რა­დი ნივ­თე­ბი ამო­ი­ღო, რი­თაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გათ“, – ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვრცლად