ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა – ირაკლი ზარქუა მედიის გამჭვირვალობის კანონზე

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ ისაუბრა.
ირაკლი ზარქუა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.
„ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ და მედიამ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია და ამაზე გვაცვეს ჯვარს. გაცილებით მკაცრი კანონებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში და ამაზე ხმა არ ამოუღიათ. კანონი მიიღო კანადამ და ხმა არ ამოუღიათ. თურქეთმა დაიწყო მუშაობა და რაიმე გაგიგიათ? ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? ფოტიგა გააგდეს, ევროპარლამენტში აღარ არის. რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეს როგორ? კუბილიუსის ქვეყანა რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა და ჩვენ გვეუბნებოდა, სანქცია რატომ არ დაუწესეთო. აბა, მანდ რას შვრები, საკუთარი მთავრობა დაგმე და ლიეტუვის ბიზნესწრეებს მოუწოდეთ, ასე არ გააკეთონ?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს