ხმაური ხარაგაულის საკრებულოში – დაპირისპირება ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს ენმ-ის შეკითხვებს მოჰყვა

ხმაური ხარაგაულის საკრებულოში – დაპირისპირება ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს “ნაციონალური მოძრაობის” შეკითხვებს მოჰყვა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხარაგაულში სოციალური პრობლემების ფონზე 300 000 ლარამდე საახალწლო ღონისძიებებისთვის არ უნდა დაიხარჯოს.
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილემ წარადგინა. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იხარჯება და წელს მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება, რისთვისაც თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოყო.
სხდომაზე დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა.
“ნაციონალური მოძრაობა” ზოგადად, ქართველი ხალხის ინტერესებთან არის დაპირისპირებული თავიდან ბოლომდე. ქვეყნის სტაბილურობასთან არიან დაპირისპირებული. დღეს აცხადებენ, რომ არ უნდა დაიხარჯოს თანხა საახალწლო ღონისძიებებისთვის, მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, მილიონებს ხარჯავდნენ,” – აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები