ხმაური ლანჩხურთში – მოსახლეობა სახნავ–სათესი მიწების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე

მთავარი არხის ინფორმაციით, ხმაურია ლანჩხუთში – სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კომპანიების მიერ ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივები კარიერის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხრეშის წესების დარღვევით მოპოვების გამო სოფელში არტენზიული ჭები დაშრა, ნაკვეთებში მოსავალმა იკლო და გლეხობა საკუთარი სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. მოსახლეობის პროტესტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააიგნორა, რის შემდეგაც ადგილობრივები კარიერზე მისვლას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილზე არ შეუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით