ხმაური ლანჩხუთში | პოლიციამ მოსახლეობა სუფსაზე, კარიერის მოპოვების ადგილას არ შეუშვა

ხმაური ლანჩხუთში – სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობა მდინარე სუფსაზე კომპანიების მიერ ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივები კარიერის ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხრეშის წესების დარღვევით მოპოვების გამო სოფელში არტენზიული ჭები დაშრა, ნაკვეთებში მოსავალმა იკლო და გლეხობა საკუთარი სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. მოსახლეობის პროტესტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააიგნორა, რის შემდეგაც ადგილობრივები კარიერზე მისვლას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილზე არ შეუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ