ხმაურია საქალაქო სასამართლოში (ვიდეო)

ხმაურია საქალაქო სასამართლოში, სადაც პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმეები უნდა განიხილონ.
პროცესი ჯერ არ დაწყებულა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზში დამსწრეებად -ს წარმომადგენლები შევიდნენ და წინა რიგებში დასხდნენ. ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ დარბაზი პატარაა და ისინი სხდომაზე დასწრებას ამის გამო ვეღარ მოახერხებენ.
მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე ძალადობის ბრალდებით არის დაპატიმრებული საბა სხვიტარიძე.
17 აპრილს საბა სხვიტარიძის პროცესზე მირიან ქავთარაძე გამოიკითხა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მირიან ქავთარაძემ დარბაზი საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. ადმინისტრაციული საქმე ამას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…