ხმაურზე ჯარიმები მკაცრდება — პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.
ცვლილების თანახმად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.
„ამ კანონპროექტით დარეგულირდება აკუსტიკური ხმაური და პირველივე ჯერზე, სანქცია, ნაცვლად გაფრთხილებისა, განისაზღვრება ფულადი მაჩვენებლით“, — განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. მის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტით პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში — 1500 ლარი. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის — 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის — 10 000 ლარით.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
განსაკუთებით ტურისტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობა წლები ითხოვდა ხმაურზე რეგულაციების გამკაცრებას.
ფოტოზე ასახულია 2017 წელს პარლამენტთან გამართული აქცია. მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე