ხის სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში სამშენებლო ხის მასალის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, 2023 წელს საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობის სამშენებლო ხე ( სამშენებლო ნაწარმი ხისა) შემოვიდა და 32,503.97 დოლარის 16 095 ტონა შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 26,956 71 0 დოლარის 11,908 ტონა იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში სამშენებლო ხის იმპორტის მაჩვენებელი 2023 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო.
საქართველოში ხის ძირითადი იმპორტიორი ა, 2023 წელს საქართველოში საქართველოში რუსეთიდან 7 543 630 აშშ დოლარის 5853 ტონა სამშენებლო ხე შემოვიდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 414 540 დოლარის 4026 ტონა იყო.
საქართველოს სამშენებლო ხე ძირითადად რუსეთიდან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან,თურქეთიდან ბელარუსიდან, პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვს.
საქართველოში მოქმედი კომპანიები ადასტურებენ, რომ მასალა რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოაქვთ და ხის კოტეჯების მიმართ მოთხოვნა მზარდია. როგორც ხის სახლების სამშენებლო კომპანია kotte.ge- ის დამფუძნებელი, ვალერი იაზრაბია აცხადებს ხის კოტეჯების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
„დაინტერესება დიდია, მე ნებისმიერი სტილის სახლებზე ვმუშაობ, ხის მასალა ბელარუსიდან შემომაქვს. რაც შეეხება ფასებს წინა წელთან შედარებით არ შემიცვლია და კვადრატულ მეტრს 700-800 ლარად ვაშენებ.
მოთხოვნა თითქმის ყველა რეგიონიდან მაქვს, აქტიურად მიკვეთენ ყაზბეგიდან, რაჭიდან, აჭარიდან და კახეთიდან, ვმუშაობ როგორც კორპორატიულ შეკვეთებზე – დასასვენებელ სახლებზე, სასტუმროს ტიპის კოტეჯებზე და ა.შ., ასევე კერძო შეკვეთებზეც“ – აღნიშნა ვალერი იაზრაბიამ.
ხის კოტეჯების და ხის სახლების მწარმოებელ კომპანიაში, ასევე აცხადებენ, რომ ხის სახლების მიმართ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილი იყო. მისივე თქმით სამშენებლო მასალა, რომელსაც მშენებლობაში იყენებს ხის მასალა ძირითადად რუსეთიდან შემოდის, ნაწილი ადგილობრივია.
„არის კომპონენტები, რომელიც ზოგი ჩინურია, ზოგი თურქული, რაც შეეხება ფასების კვადრატული მეტრი 300 ჯდება. გამიკეთებია როგორც კორპორატიული,,ასევე კერძო შეკვეთები.
ახლაც ველოდები, კახეთში, ლაგოდეხში უნდა გავაკეთო პროექტი, რაც შეეხება მოთხოვნას, მზარდია, სავარაუდოდ წელსაც მზარდი იქნება, თუმცა ბაზარი რაღაც დონით უკვე გაჯერებულია და კონკურენცია ძლაინა მაღალია“ – აღნიშნა ალექსანდრე არევაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ