ხის სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია მთლიან აქტივს აუქციონზე ნახევარ ფასად ყიდის

შპს „თბილისი ფექთორი“-ს მთლიანი აქტივი ელექტრონულ აუქციონზე, განახევრებულ ფასად, 51 785 ლარად იყიდება (ფასი ფასდაკლებამდე 103 570 ლარი იყო).
შპს „თბილისი ფექთორი“ ბრენდ „ეიკოს“ ქვეშ 2016 წლიდან ოპერირებდა და ხის მასალისგან ქართული შემეცნებით სათამაშოებს აწარმოებდა.
როგორც აუქციონის აღწერაშია ნათქვამი, სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:
2. Notebook Lenovo Ideapad (მეორადი, მცირე დაზიანებით);
3. კომპიუტერი მონიტორი;
4. დინამიკი;
5. სალაროს აპარატი;
6. ფანერა 4 მმ (32.25 კვ.მ.);
7. ეკო საღებავი (მწვანე);
8. ეკო საღებავი (ცისფერი).
„ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის – ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას“, – ნათქვამია აღწერილობაში.
აუქციონი 16 თებერვალს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა