ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. ნამატჩევს „ჯვაროსნების“ დისკვალიფიცირებული მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად მისმა თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა:
“განსხვავებული მატჩი ვიხილეთ. ბიჭებს მადლობა, მათ ძალები სწრაფად აღიდგინეს და ჩვენი დავალებები ზუსტად გავითავისეთ. დიდი მადლობა მამარდაშვილს, მან დასაწყისში 99-პროცენტიანი გოლი არ გაუშვა და ამან დიდი როლი შეასრულა.
კაშიას დიდი პატივისცემა. ყველასთან გვქონდა საუბარი, ვინ თავს როგორ გრძნობდა და აქედან გამომდინარე, მისი ართამაში სანიოლის გადაწყვეტილება იყო. გურამი დიდი პროფესიონალია, 38 წლისაა და ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო.
ლომინაძე დებიუტანტი იყო და თამი ძალიან კარგად ჩაერთო, დიდი პერსპექტივა აქვს. კაკაბაძის ინდივიდუალური შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია. გოგლიჩიძე როცა ნაკრებში მოვიდა, ყველა ძალიან მოვიხიბლეთ – სწრაფი, მებრძოლი. ის უკეთეს გუნდში გადავიდა, იტალიის ჩემპიონატს თამაშობს და მომავალში ჩვენი დაცვის ლიდერი იქნება.
ვიცე-კაპიტნები კიტეიშვილი, კვარაცხელოა და კაკაბაძე არიან. სამკლავური ვის ექნება, ეგ გადამწყვეტი არაა. ჩვენ ლიდერები გვჭირდება.
ვერ ვიტყვით, რომ პრობლემები არ არსებობს, ოქტომბერში უფრო მეტს დავინახავთ. მაქსიმალისტობა კარგია, მაგრამ ყველაფერი რეალურად უნდა შევაფასოთ. დღეს საუკეთესო ალბათ, ნიკა გაგნიძე იყო, ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა, თუ დააკვირდებით, გუნდში დიდ როლს თამაშობს.
გადამწყვეტი მაინც სწრაფი შეტევები იყო. ბულგარეთის ნაკრები გავწელეთ, შეტევაში წარმატებული როტაციები იყო”.
· ვაჟა მასწავლებელი დიდი ბოდიშით, მაგრამ დარწმუნებით მგონია, რომ მეორე გაგნიძეც (მანუჩარას მაგონებს) კარგი ფეხბურთელი დადგება ნაკრებისათვის.
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა…
“ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ” – ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ზურა ხიზანიშვილის გადაცემა “სპორტალში” [VIDEO]
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო – არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს…