ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო – არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე თურქეთთან 2:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა:
„მეოთხე მსაჯმა თქვა, რომ სანიოლმა ტექნიკური ზონის ხაზი ბევრჯერ გადმოჭრაო. ვილის განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ გაფრთხილება შეიძლებოდა, გასაძევებელი არ იყო.
თამაშის მერე გარჩევა იოლია, რომ მეხუთე ფეხბურთელიც უნდა შეგვეყვანა. ხუთმცველიანი ტაქტიკის დროს გვეუბნებოდნენ, რომ შეტევაში ცოტანი ვიყავით. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდოდა. წაგებული თამაშის მერე ახლა ამაზე საუბარი რთულია. არ მგონია, მომავალ თამაშებზე 5 მცველზე დავბრუნდეთ. ასეთი დიდი მატჩების პირველივე წუთებიდან თამაში უნდა ვისწავლოთ. როცა პრაქტიკა არ გაქვს, ეგ შენ თამაშზე აისახება. ეს მხოლოდ მამარდაშვილს არ ეხება.
ორი სხვადასხვა მოდელის მცველი გვყავს, ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გოგლიჩიძე. ვილის სიტყვებს ვამბობ, რომ სამ მცველზე გადასვლას არ ვაპირებთ.
ტაქტიკა პირველივე ტაიმში შევცვალეთ და 4-3-3-ზე გადავედით, მაგრამ ამასთან შეჩვევა იოლი არაა, დრო სჭირდება. მომავალ მატჩში შემადგენლობას იმის მიხედვით შევარჩევთ, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ“.
· azri ერთი ეს არის რა კაშიას რას ახსენებს სამივე გოლში მისი წვლილია პირველი გადააფრინდა ბურთი და 2 საგოლე პასი მისცა თურქებს და იმათაც გამოიყენეს
· ლევანი ყოჩაღ! ამომწურავად ისაუბრა, რას ერჩი. ვაიიი…
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა…
“ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ” – ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ზურა ხიზანიშვილის გადაცემა “სპორტალში” [VIDEO]
ვიდალი თუ ხიზანა? – “ბარსელონას” ფეხბურთელმა “ხიზანას სასწაული თამაში” გაიმეორა [VIDEO]
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს…