ხვიჩა შეცვლაზე შევიდა – “ნაპოლიმ” “ჯენოას” სძლია

სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ჯენოას“ 2:1 მოუგო.
სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, ჯერ ლუკაკუმ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ ანგისამ ნერესის ჩაწოდებულ ბურთს თავით ლეალის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში ნერესის მოპოვებული საჯარიმოდან ლობოტკამ ჩააწოდა, რაჰმანიმ მეორე სართულზე მეტოქეს აჯობა და ნეაპოლურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, ჯერ პინამონტის მეკარე მერეტმა არ გაატანინა, თუმცა მალე მან ანგარიში მაინც შეამცირა. ტრავმამორჩენილი კვარაცხელია, რომელსაც ფეხი ჰქონდა შეხვეული, 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თამაში გაამწვავა, გარღვევის შედეგად მისი ჩაწოდებული ბურთი მცველმა
დაბლოკა, შემდეგ კი სწრაფი კონტრიერიშისას ფრენდრუპმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში გენუელებს ორი მომენტი ჰქონდათ, ერთხელ ნეაპოლელები ძელმა იხსნა, ხოლო მეორეჯერ მერეტმა და შეხვედრაც დასრულდა.
„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 38 ქულით ლიდერია და 29 დეკემბერს „ვენეციას“ უმასპინძლებს.
ჯენოა – ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ანგისა (15), 0:2 რაჰმანი (23), 1:2 პინამონტი (51)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში