ხვიჩა ყალაბეგაშვილი: საპენსიო ფონდი ხო გაქრება… დოლარის რეზერვები თითქმის ამოწურეს, ლარის სახით შემოუშვეს და კორუფციულად მიითვისეს… ახლა, ოქროს მისდგნენ…

“საპენსიო ფონდი ხო გაქრება…
დოლარის რეზერვები თითქმის ამოწურეს, ლარის სახით შემოუშვეს და კორუფციულად მიითვისეს…
ახლა, ოქროს მისდგნენ…
მედროვე საჯარო მოხელეებს ჰგინიათ, რომ მათი ნამცეცობანა დიდხანს გაგრძელდება…
უცხოური გრანტები და დახმარებები შეწყდა, ბიზნესს მალე გაუჭირდება ბიუჯეტში ფულის შეტანა, უცხოური ინვესტიციები უნდა დავივიწყოთ კაი ხანი…
საქართველოში რჩება ორი ფულის წყარო: რუსული შავი ფული და ემიგრანტების გზავნილები… ეს ფული ბიუჯეტში არ ხვდება… ამ ფულის ადრესატები სერვისს იღებენ კერძო ბიზნესებისგან… მაგ. ბავშვები დაჰყავთ კერძო სკოლებში, არ სარგებლობენ სიციალური ტრანსპორტით და ასე შემდეგ…
საჯარო მოხელეებს მალე ვეღარ გადაგიხდით ბიუჯეტი ხელფასებს და რაც უფრო დიდხანს იქნებით ჩუმად, მით უფრო დააჩქარებთ, ამ კატასტროფულ კოლაფსს…”, – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.