ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ბიძინა წლების წინ დაგვპირდა, რომ საკუთარ ოპოზიციას შექმნიდა… ჩემი ვარაუდით ეგ ხდება ახლა ე.წ. ოპოზიცია (დიდ ნაწილი) საბოლოოდ დალაგდა, ივაჭრა, გადასახდელი გადაიხადა, მისაღებზე პირობა მიიღო…

“ეს ჩემ მასონ მეგობარს არ უთქვამს, ჩემი ვარაუდია…
ბიძინა წლების წინ დაგვპირდა, რომ საკუთარ ოპოზიციას შექმნიდა… ჩემი ვარაუდით ეგ ხდება ახლა ე.წ. ოპოზიცია (დიდ ნაწილი) საბოლოოდ დალაგდა, ივაჭრა, გადასახდელი გადაიხადა, მისაღებზე პირობა მიიღო… ახლა იშორებს ყველა თანამდებიბის პირს, ვინც ხალხზე ძალადობდა, შექმნის მოჩვენებითი სიმშვიდის ილუზიას წინა საარჩევნოდ და ალბათ პატიმრებითაც ივაჭრებს… ბოლო წლებში გახარიას და ლელოს წევრებმა ძალიან გაიძვირეს ცხოვრება, ბოსებივით უნდათ ცხოვრება მდიდრულად, ამ ორი პარტიის ბოსებს მოსწყინდათ პირადი ფულის ხარჯვა და ბიუჯეტზე მიებნებიან სავარაუდოთ, წინასაარჩევნოდ… , რომელიც არის ბიძინას ყურმოჭრილი მონა, გედის სიმღერას უმღერებს ბიძინას იმ დათქმუთ, რომ იმიჯი აღიდგინოს ხალხში და სანაცვლოდ მთელ საპროტესტო მუხტს გაანიავებს, სალომეს კალთის ქვეშ გაერთიანდებიან ურეიტინგო ყოფილი ნაცები და ახლად გაპოლიტიკოსებული ხალხი, რომელთაც ნულიდან ყველაფრის კეთების ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ ფიქრობენ, რომ სალომესთან გადაზელვა ევროპული დაფინანსების წყაროა… არ გამოვრიცხავ ვადამდელი დაინიშნოს და წინა ს მსგავს ცირკში დაგვპატიჟოს ოპოზიციამ… ამ ცირკში ჩაერთვება უამრავი ენჯეო, ცოტა ფულს გააკეთებენ და ციტა მერე აღმოაჩენენ რომ რამდენიმე მილიონი არ ეყოთ ცნობიერების ასამაღლებლად და ცოტა მელანმაც გაჟონა…
ჩვენ, ვინც 2019 წლის 20 ივნისიდან, დღე არ გამოგვიტოვია ხალხთან არ ვმდგარიყავით, დარბევა არ ყოფილა არ მოვყოლოდით, დავკარგეთ ფინანსები, ჯანმრთელობა, უახლოესი მეგობრები, ყველა პერპსექტივა, წლობით ნაშენები… დაველოდებით, როდის გამოჩნდება ის პოლიტიკური (უფრო ახალგაზრდული) ძალა, ვინც ამ ხელისუფლებასთან შეზრდილ ვირეშმაკა ფარისევლებს, გახვეტავს პოლიტიკიდან და მათ დავუდგებით გვერდით, თუ მაქამდე არ გავგიჟდით ამდენი არათანიმდევრული იდიოტის, ფარისევლის, პოლიტიკაში ხეირის მაძიებელი უვიცის ყურებით…
წლებია, პოლიტიკურ ნაგავში ვიქექებით, რომ არსებული ნაგავი როგორმე ნაკლებად მყრალით შევცვალოთ, ფაქტია არ გამოვიდა…
მე არ მჯერა ე.წ. ოპოზიციის უმრავლესობის, რომლებსაც გულის რევით მივეცით ხმა…
მე მჯერა ახალი ხალხის, რომელიც ერთად გახვეტავს ამ ოცდაათწლიან ღორების როტაციას ბიზნესიდან პოლიტიკაში, პოლიტიკიდან ბიზნესში, პარტიიდან პარტიაში, ბოსის ჯიბიდან, ახალი ბოსის ჯიბეში…
მე ჯიუტად მჯერა, რომ აუცილებლად მოვესწრები ახალ საქართველოს, რუსული ცნობიერებისგან დაცლილ ხელისუფლებას (როგორიც იყო ყველა, გარდა ზვიადისა), რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეს 30 წელი პოლიტიკა ითამაშა, სამოთხე ჯოჯოხეთად აქცია და ამ პერპექტიულ ქვეყანაში ადამიანებს ცხოვრება გამოატოვებინა, აშიმშილა, დარდით გაცრიცა…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.