ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს

ხვიჩა კვარაცხელიამ დახუნძლული 2025 წელი კიდევ ერთი ტიტულით, მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასით დაასრულა. საკმაოდ დიდი ხანია, “კვარას” ნორმალურად დასვენების საშუალება არ ჰქონია, გასულ ზაფხულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იყო, 2024-ში კი ევროპის ჩემპიონატი. ქართველი ფეხბურთელი ცოტას ამოისუნთქავს და ალბათ რამდენიმე დღით სამშობლოშიც ველით.
პსჟ-ს ჯერ წელი არ დაუსრულებია, შაბათს, 20 დეკემბერს (ჩვენი დროით 23:59 სთ) თასზე (1/32 ფინალი) სამოყვარულო გუნდთან (ფონტენე) ითამაშებს, სადაც ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალება მიეცემა. მორიგი შეხვედრა კი 4 იანვარსაა.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთში შობასა და ახალ წელს იზეიმებენ, მე-17 ტური უკვე 2 იანვარს (ცხრილის ლიდერი ლანსი ითამაშებს) დაიწყება, ტურს კი პარიზული დერბი დახურავს, “პარკ დე პრენსს” “პარიზი” ესტუმრება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 8 იანვარს კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია, როცა საფრანგეთის სუპერთასისთვის “მარსელს” შეხვდებიან. ეს მატჩი უკვე ქუვეითში ჩატარდება, ჯაბარ ალ-აჰმადის სტადიონზე.
21 იანვარს ლუის ენრიკეს ბიჭებს უკვე ჩემპიონთა ლიგა ელით, ასე რომ წლის ბოლოს მოკლევადიანი დასვენება მართლაც მოუხდებათ.
რაც შეეხება წლის ბოლომდე სხვა მნიშვნელოვან ამბებ, ესპანეთში კვირას, 21 დეკემბერს(19:15 სთ), გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს და 2025 წელს ისინიც დაასრულებენ.
კვირასვე, 20:30 საათზე, ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” მიუნხენის “ბაიერნს” ესტუმრება, შემდეგი შეხბედრა კი 2026 წელსაა.
შაბათს, 20 დეკემბერს(20:30 სთ), გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” “ტოტენჰემს” ესტუმრება, 27-ში კი “ვულვზთან” მასპინძლობა ელის. სხვათა შორის, ლივერპულელები 2026 წლის 1-ელ იანვარს, შინ “ლიდსთან” ითამაშებენ.
[VIDEO] სიგუამ “ფიორენტინას” გაუტანა და “ლოზანა” პლეი-ოფში გაიყვანა – მექვაბიშვილის “უნივერსიტატეას” დრამა ათენში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგი” მეოთხედფინალში გავიდა
ალისონი “ლივერპულიდან” წავა? – შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
მიქაუტაძე “კოპენჰაგენთან” მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს – “ვილიარეალი” “კოპენჰაგენთან” დამარცხდა
უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? – უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა – დემბელე სასტარტოში ბრუნდება
ზივზივაძე ტრავმის გამო “ჰაიდენჰაიმს” “უნიონ ბერლინთან” ვერ დაეხმარება
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? – წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
ზივზივაძის გარეშე – “ჰაიდენჰაიმმა” ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
ბუდუს “ჰაიდენჰაიმმა” ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია – მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
“ჰაიდენჰაიმი” ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე “სანკტ-პაულისთან” დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო