ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა

17 დეკემბერს, კატარში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ეგვიპტის „პირამიდზს“ 2:0 მოუგო.
პარიზული გუნდი სთან ერთად უკვე გაემგზავრა ალ რაიანში, სადაც მატჩი 45 032-იან „ახმედ ბინ ალიზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარი „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. „ჩვენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან ყველამ ვიცით მეტოქის ძლიერი მხარეები. ძალიან რთული დაპირისპირება გველის, რადგან გამოცდილი გუნდია და კარგად თამაშობს. გასულ ფინალში ერთი გუნდის უპირატესობა უზარმაზარი იყო, ამჯერად სხვაგვარად იქნება, რამეთუ მოწინააღმდეგე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს მოტივაციას გვძენს. ტურნირის მოგების შანსი გვაქვს“, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს RMC Sport-ი.
20 დეკემბერს, საფრანგეთის თასის 1/32-ფინლში პსჟ სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება და „ეკიპის“ ცნობით, პარიზელთა კარს არც ლუკა შევალიე და არც მატვეი საფონოვი არ დაიცავს. ძირითად შემადგენლობაში 19 წლის რენატო მარინი იქნება. ის ზაფხულში „რომადან“ დაიმატეს და ჯერ „პარი სენ ჟერმენში“ არ უთამაშია.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუის ენრიკე „ფონტენესთან“ გადახალისებულ შემადგენლობას ათამაშებს.
ნიჭიერი და ტექნიკური შემტევი – “ტორპედოს” ბრაზილიელი ახალწვეულის მომენტები გასული სეზონიდან [VIDEO]
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საყვარელი ქალები გაცვალეს – მილიტაომ თანამემამულის ყოფილ ცოლთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი – “ლევერკუზენი” “ფლამენგოს” 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
“ტორპედომ” “ფლამენგოს შემტევი დაიმატა
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? – წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
კეინის დუბლი – 1/4-ფინალში “ბაიერნი” პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
“ზუსტად იგივე ვუთხარი “კვარას”, როცა პირველად შევხვდი” – რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?
რა შემთხვევაში შევლენ “მეცთან” კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე – Le Parisien-ი განმარტავს
რონალდოს 3 თვით ბრაზილიაში უხმობენ