ხვიჩა ნაადრევად შეცვალეს – “ნაპოლიმ” “რომა” დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში დაწინაურება ვერ შეძლეს. კვარაცხელიას დებიუტში ჰქონდა შანსი, როდესაც თავურით მიზანს ვერ უწია. შემდეგ მას მეტოქე ეუხეშა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მსაჯმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა.
მეორე ტაიმში ნეაპოლურმა გუნდმა იერიშები გააგრძელა, ხვიჩას კარგი პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა, მერე კი ქართველის გადაცემა დი ლორენცომ მიიღო, ბურთი ლუკაკუს მიაწოდა და მან სვილარის კარი დალაშქრა. მომენტი
სტუმრებმაც შექმნეს, თუმცა დოვბიკის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. „კვარა“ 66-ე წუთზე ნერესით შეცვალეს. ეგ იყო და ეგ, მეტი საინტერესო აღარაფერი მოხდა და “ნაპოლიმ” მინიმალური ანგარიშით მოიგო.
„ნაპოლი“ 29 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გასვლაზე „ტორინოსთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი – რომა 1:0
გოლი: ლუკაკუ (54)