ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ამ მომენტში ქართველი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.
“ჩემთვის კვარაცხელია ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი) და კინგსლი კომანი (ბაიერნი). დღესდღეობით ხვიჩა ფენომენალურია. თუმცა მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება ხშირად ვნახო.
კვარაცხელია ბევრად ძლიერია, ვიდრე ლეაუ. ქართველს შეუძლია მოედანზე ისეთი რაღაცები გააკეთოს, რასაც პორტუგალიელი ვერ შეძლებს”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “კვარამ” “ნაპოლის” მაისურით,
ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
რავა ერთ გოლს გაიტანს და ყველა ააღმერთებს 1 წამში.ცუდად ითამაშებს დაჟე ეს კასანოც ლანძღავს.ეხლა თურმე ლეაოს ჯობია.უბრალოდ უნდა შეიგნოს ყველამ.ფეხბურთელი ყველა თამაშს საუკეთესოდ ვერ ითამაშებს.ხან ასეა ხან ისე.ხომ გახდა შარშან სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი?32 წელი ელოდა გუნდი ჩემპიონობას ხომ გახადა ჩემპიონი ნაპოლი?ესეიგი დაამტკიცა ხვიჩამ უკვე რომ არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი!და შეეშვით რა შეეშვით