ხვიჩა კიკალიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა პოსტი განსაზღვრულზე 5 წლით ადრე დატოვა. როგორც ამბობს, შესაბამისი განცხადება მან ერთი კვირაზე მეტი ხნის წინ დაწერა.
ინფორმაცია “TV პირველმა” გაავრცელა. კიკალიშვილმა
“საკუთარი სურვილით დავტოვე […] კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას”, – უთხრა მან ტელეკომპოანიას.
ხვიჩა კიკალიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე 10 წლის ვადით, 2020 წელს აირჩეს. ის საკონსტიტუციოში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა. შესაბამისად, მისი შემცვლელის ნომინირების პასუხისმგებლობა კვლავ უზენაესი სასამართლოს ხელშია.
მალე საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტის დატოვება მოუწევს მერაბ ტურავასაც. მან უფლებამოსილების ვადა 2025 წლის აპრილის ბოლოს ეწურება. ტურავა მოსამართლე პარლამენტის კვოტით გახდა, შესაბამისად, მისი შემცვლელის არჩევის პასუხისმგებლობა კვლავ პარლამენტის ხელშია. გამომდინარე იქიდან, რომ ტურავა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეა, მისი და კიკალიშვილის შემცვლელების დანიშვნის შემდეგ პლენუმს ახალი თავმჯდომარის არჩევაც მოუწევს.
კიკალიშვილისა და ტურავას გარდა, საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლეები არიან: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა , ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
· ჯანეზაშვილი: კიკილაშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებაა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს