ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე GFF Awards 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს.
საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება „ნაპოლის“ შემტევმა მ დაიმსახურა. მან ეს ჯილდო უკვე ზედიზედ მეოთხედ მიიღო.
ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
რაც შეეხება სხვა ჯილდოებს, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი დაასახელეს.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო კი ნათია დანელიამ მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი , რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის.
GFF Awards-ის ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ

გიორგი კალანდარიშვილი – ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად – მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!