: ჩვენ პსჟ ვართ – რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

“ბრესტთან” მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, “პარიზიენმა” პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა და აღნიშნა, რომ ქართველმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა, გუნდთან ერთად უფრო და უფრო უკეთესად თამაშობს და ტურნირზე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
– თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?
– ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.
– თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა…
– ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.
– ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?
– ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა.
– 1/8-ფინალში “ლივერპულთან” გირჩევნიათ შეხვედრა თუ “ბარსელონასთან”?
– სულერთია. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ პსჟ ვართ. არც ჩვენთვის და არც მოწინააღმდეგისთვის ეს ადვილი თამაშები არ იქნება. ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.
– შეძლებს ეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
– დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისათვის მუშაობა გვჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში