ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ სტადიონზე „არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური მოიპოვა.
ფინალი 31 მაისს გერმანიაში გაიმართება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი” „მილანის ინტერს” დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან” ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა – „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.
პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „The Best FIFA Football Awards 2023“-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ