ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადშია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, ხვალ, 11 თებერვალს „ბრესტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ფრანგულმა გრანდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომლითაც ბრესტში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ორი მატჩი გამოტოვა, რადგან „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ პლეი ოფამდე ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის 1/16 ფინალის პირველ მატჩს „ბრესტთან“ 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გამართავს. შეხვედრა სტადიონ „სტად დე რუდურუზე“ გაიმართება.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”