ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის Ligue1-ის ჩემპიონია

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია!
ქართველი მარცხენა გარემარბი უკვე ორი დიდი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულია – იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ, მან წარმატებას საფრანგეთის ლიგა 1-შიც მიაღწია.
ანჟეს წინააღმდეგ 28-ე ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ პსჟ-ს მორიგი ჩემპიონობა მოუტანა და ლიგა 1 ნაადრევად მოიგო. ხოლო მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გახდა და ფრანგულ კარიერაში პირველი ტიტულიც მოიპოვა.
საგულისხმოა, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ევროპის TOP5 ლიგიდან ორში მოიგო.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პარი სენ-ჟერმენში ნაპოლიდან ზამთარში გადავიდა, ლიგა 1-ის 10 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 3 ასისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია