ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – პსჟ-ის ქართველი თავდამსხმელი საუკეთესოებში Sofascore-მა დაასახელა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ანჟერთან“ 1:0 მოიგო – ერთადერთი გოლი დეზირე დუემ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის საგოლე გადაცემით გაიტანა.
ამ მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ 74 ქულა დააგროვა და მეცამეტედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ხვიჩამ ანალიტიკური პორტალისგან 8.7 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
და „პარი სენ-ჟერმენი“ ახლა წარმატების მიღწევას ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდებიან – 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ფრანგული გრანდი „პარკ დე პრენსზე“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
1tv.ge